არჩევნები 2018

ცესკო: განმეორებით ხმის მიცემა არსებითი დარღვევაა - თუ დადასტურდა, რეაგირება იქნება

0 კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ მარნეულის N49 უბანზე ამომრჩეველმა სავარაუდოდ, ორჯერ მისცა ხმა. უწყების პრესსპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, დადასტურების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა.

"ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ე არის არის ის საკითხი, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კომისია იმსჯელებს ამაზე, შეისწავლის მოცემულ ფაქტებს", - თქვა ანა მიქელაძემ.

მან 17:00 საათისთვის დაფიქსირებული სხვა დარღვევების შესახებაც ისაუბრა. მათ შორის არის ზუგდიდის N105-ე უბანიც, სადაც მისულ ორ ამომრჩეველს "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამკვირვებელმა უთხრა, რომ ამ უბნის ამომრჩევლები არ იყვნენ. ანა მიქელაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ აღნიშნული პირები ამავე უბნის ამომრჩევლები იყვნენ, მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლეს.

ცესკო-ს პრესსპიკერის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 171 საჩივარი. ანა მიქელაძე ამბობს, რომ მათი ძირითადი ნაწილი დაწერილია გადასატან ყუთთან, უბანზე აგიტაციასთან, წილისყრის და მარკირების პროცედურებთან, საარჩევნო უბნიდან გაძევებასთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საჩივრები კანონით დადგენილ ვადებში იქნება შესწავლილი. 

ცნობისთვის, საია-ს ინფორმაციით, მარნეულში ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი მოხდა. ორგანიზაციის დამკვირვებელი ამბობს, რომ მარნეულის 49-ე უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა სანამი ბადალოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის. საიას მიერ ამომრჩეველთა სიის გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სანან ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე. 

მოგვიანებით ამ ადამიანმა განმეორებით სცადა 49-ე უბანზე ხმის მიცემა, თუმცა, საია-ს დამკვირვებლის დაინტერესების შემდეგ უბანი დატოვა. 

სულხან სალაძის თქმით, საია-ს დამკვირვებელმა ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც 49-ე უბანზე ორჯერ მისცა ხმა. პირველად 11:05 საათზე, ხოლო მეორედ 14:08 საათზე. ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი, თუმცა, ამ სახელით და გვარით ამომრჩეველი არც პირველი და არც მეორე ტურის ერთიან საარჩევნო სიაში არ იძებნება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები