ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

კალაძე: გაუგებარია, რისთვის უნდა შეიქმნას 5-კაციანი საკონსულტაციო ჯგუფი

0 კომენტარი
ფოტო: კახა კალაძე

კახა კალაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რისთვის უნდა შეიქმნას 5-კაციანი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმსჯელებს, ვინაიდან ხალხმა ოპოზიციას შესაბამისი პასუხი არჩევნებზე გასცა. 

"რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება. მთელი არჩევნების განმავლობაში პირდაპირ საუბრობდნენ რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებზე", - თქვა მან.  

კვირას, 2 დეკემბერს გამართულ აქციაზე, "ძალა ერთობაშიას" აქციაზე, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე მისცა ვადა, შექმნან 5 ადამიანისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმუშავებს. მისი თქმით, "ხელისუფლების ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული მათი შემდეგი ნაბიჯები". 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები