კრიმინალი

პირს, რომელმაც კაცი მოკლა და ცხედარი ხრამში გადააგდო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

flickr

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში თ.ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ნ.ვ., გვამი ხრამში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა თ.ვ. 2018 წლის 5 აგვისტოს დააკავეს.

კომენტარები