K POP

კორეულმა პოპ ჯგუფმა EXO-მ ახალი სიმღერის თიზერი გაავრცელა

0 კომენტარი

კორეულმა პოპ ჯგუფმა EXO-მ იუთუბში ახალი სიმღერა Love Shot-ის თიზერი გაავრცელა. ასევე გამოქვეყნდა წევრების ახალი ფოტოებიც.

ექსოს ბოლო, მეხუთე სტუდიო ალბომი Don't Mess Up My Tempo 2 ნოემბერს გამოქვეყნდა, ხოლო Love Shot-ს, რომელიც ალბომის ერთ-ერთი სიმღრაა, 13 დეკემბერს ვიხილავთ.

EXO მუსიკალური სტუდია SM Entertainment-ის მიერ შექმნილი ჯგუფია, რომლის დებიუტიც 2012 წლის 8 აპრილს შედგა. ის 9 წევრისგან (Suho, Kai, Lay, Chen, D.O, Chanyeol, Xiumin, Beakhyun, Sehun) შედგება. ჯგუფი როგორც სამხრეთ კორეაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის პოპულარული. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მუსია ქებურია

კომენტარები