სომხეთი

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

reuters

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია და ბლოკი მონაწილეობს. ფავორიტი ნიკოლ ფაშინიანის ბლოკია - ელიან, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სწორედ ის მოიპოვებს.

საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგები ორშაბათს გამთენიისას იქნება ცნობილი.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2022 წელს უნდა გამართულიყო. ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერი სერჟ სარგისიანი გადადგა და მთავრობის დროებითი მეთაური ნიკოლ ფაშინიანი გახდა. ოქტომბერში თანამდებობა თავად ფაშინიანმაც დატოვა - სწორედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოტივით.

კომენტარები