ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ესაა განათლების სამინისტროში დაგეგმილი მკვლელობა

0 კომენტარი
ბაჩანა შენგელი ფოტო: რუსთავი 2

ადვოკატი ბაჩანა შენგელია დედის, ია კერზაიას გარდაცვალებაზე რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს გამოიძიონ ის:

"აუცილებლად უნდა აგოს აპსუხი ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს არის მკვლელობა, მეტი არაფერი, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს განათლების სამინისტროში. სამწუხაროდ, ერთი კვირის მანძილზე, მიუხედავად დიდი ბრძოლისა, მაინც დამთავრდა წარუმატებლად. აღარ მყავს მე დედა და საქართველოს აღარ ჰყავს ძალიან მაგარი ადამიანი. ეს არის მკვლელობა. მე მივმართავ ყველას, ვისაც ეს ეხება, სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულში, მკვლელობის შეკვეთა და შესრულება-ორგანიზება. უსწრაფესად დაისაჯონ ეს ადამიანები. ეს არის ჩემი ერთადერთი თხოვნა და ალბათ ცხოვრების ერთადერთი აზრიც." ამბობს ის.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს გადაიყვანეს.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

„გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და მოვლენების განვითარების დინამიკა (8-ში ანონიმური წერილი, იმავე დღეს მინისტრის ბრძანება და მეორე დღეს უკვე ზემოთ აღწერილი მოვლენების დაწყება) გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ეს ,,რეიდი’’ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტი, რომელიც მიმართულია რეგიონის სკოლების და მათი დირექტორების დასაშინებლად, მათთვის "ჭკუის სასაწავლებლად" და მესიჯად, რომ ასე მოუვა ყველას ვინც ოცნებასთან არ არის"- წერდა შენგელია.

სკოლის შემოწმებას Facebook-ზე თავად ია კერზაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

არჩევნების შემდგომ პერიოდში სკოლაში ინსპექციას „პოლიტიზებულ პროცესს და ზეწოლას“ უწოდებდა ოპოზიციაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები