კრიმინალი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დაჭრეს

flickr

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს.

შემთხვევა გუშინ, წყნეთში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, დაჭრილია 3 ადამიანი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები