სალომე ზურაბიშვილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და გამარჯვება მიულოცა

სალომე ზურაბიშვილი

არჩეული პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო საუბარი შედგა სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის.

"საუბრისას სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.

მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები