ვლადიმირ პუტინი

გერმანიის უშიშროების არქივში პუტინის "შტაზის" მოწმობა იპოვეს

შტაზში- აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საქმიანობის შესახებ ცნობა იპოვეს

"მაიორ ვლადიმერ პუტინის" ფოტო და ბარათი აღმოსავლეთ გერმანიის დროინდელ ფაილებში, დრეზდენში იპოვეს. 

ინფორმაციას გერმანული გაზეთი BILD ავრცელებს, რომლის მიხედვით, ბარათი 1985 წლის 31 დეკემბერს გასცეს და ვადა 1989 წლამდე ჰქონდა. 

აღნიშნულზე, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნაპოვნი ცნობის ნამდვილობა არ გამორიცხა. მისი თქმით, იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის კომიტეტი (КГБ) და "შტაზი" აქტიურად თანამშრომლობდნენ. 

კომენტარები