ბრექსითი

ევროკავშირმა ტერეზა მეის ბრექსითის ხელშეკრულებაზე ხელახლა მოლაპარაკებებზე უარი უთხრა

0 კომენტარი
ფოტო: Getty

13 დეკემბერს, ბრიუსელში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირის წარმომადგენლებთან ბრექსითის ხელშეკრულებაზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა.

ტერეზა მეის სურვილს, რომ ხელშეკრულება ბრიტანეთის პარლამენტარებისთვის უფრო მისაღები გაეხადა, ევროკავშირის ლიდერების უარი შეხვდა, მათი თქმით, შესაძლებელია ხელშეკრულების გარკვეული მუხლების დაკონკრეტება, თუმცა არა ხელახალი მოლაპარაკებები.

პარლამენტარებმა ხელშეკრულებას ხმა შემდეგ კვირას უნდა მისცენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ტერეზა მეის უნდობლობა 117-მა პარლამენტარმა გამოუცხადა, ნათელი გახდა, რომ ის ამ ხელშეკრულების პარლამენტში გატანას ვერ შეძლებს.

ხუთშაბათ საღამოს ბრიუსელის შეხვედრაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, რომ უფრო ზუსტად გამოხატონ მათი სურვილები.

სამიტიდან ვიდეო კადრიც გავრცელდა, სადაც ტერეზა მეისა და ჟან-კლოდ იუნკერს შორის საუბარი ჩანს:

ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულმა იუნიონისტურმა პარტიამ, რომელთა ხმებზეცაა დამოკიდებული კონსერვატიული პარტიის უმრავლესობა პარლამეტში, ევროკავშირის პასუხზე განაცხადა, რომ ეს მათთვის გასაკვირი არ იყო. “ ევროკავშირი აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა. მთავარი კითხვა არის ის, წინ აღუდგება თუ არა მათ ტერეზა მეი” - განაცხადა პარტიის ლიდერმა, არლინ ფოსტერმა.

ტერეზა მეი ბრიუსელში მას შემდეგ გემგზავრა, რაც ბრიტანეთის პარლამენტში ხელშეკრულებაზე ხმის მიცემა გადაიდო, ხოლო შემდგომ მას თანაპარტიელების მხრიდან უნდობლობის პროცედურაზე კენჭისყრის დაძლევა მოუხდა.

კრიტიკოსების თქმით, ხელშეკრულებით თავიდან აირიდებენ ე.წ მყარ საზღვარს ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის, თუმცა გაერთიანებულ სამეფოს დიდი ხნით დატოვებს ევროკავშირის საბაჟო კავშირში და შესაბამისად, მის წესებს იქნება დაქვემდებარებული.

კონსერვატორმა პარლამენტარებმა მოითხოვეს ხელშეკრულების ცვლილება, რათა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის საბაჟო კავშირში სამუდამოდ არ დარჩეს.

ტერეზა მეიმ მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, რომ დახმარებოდნენ მას პარლამენტარების დამოკიდებულების შეცვლაში ხელშეკრულების მიმართ. მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაზე ხელახალი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება.

ტერეზა მეიმ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრექსითის მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაგრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები