პოლონეთი

პოლონეთმა ევროკავშირის მითითებით უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლე აღადგინა

AFP

პოლონეთის მთავრობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მესამედი თანამდებობაზე აღადგინა.

ისინი სასამართლოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მთავრობამ მიმდინარე წლის ივლისში მოსამართლეებისათვის პენსიაზე გასვლის ასაკი 70-დან 65-მდე შეამცირა. გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. მას საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს კანონის ამოქმედების შეჩერება მოსთხოვა.

საკანონმდებლო ცვლილების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ამგვარად ხელისუფლება ცდილობდა ახალი, მათი მხარდამჭერი მოსამართლეები დაენიშნა. მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემაში 1989 წელს, კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ შესაფერისი რეფორმა არ გატარებულა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის მითითებებს დაემორჩილებიან.

კომენტარები