გახარიას მოსმენა პარლამენტში

გიორგი გახარიას პარლამენტი 21 დეკემბერს მოუსმენს

პარლამენტი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე 21 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარდგება. 

შს მინისტრი პარლამენტში სამინისტროს მუშაობის წარდგენას გეგმავს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კომპეტენციის ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს. 

გიორგი გახარია პარლამენტის ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვითაც, მინისტრთა კაბინეტის მოსმენის მოთხოვნას პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და პარლამენტი მას მოთხოვნისთანავე უსმენს. შს მინისტრისგან შესაბამისი მიმართვა უკვე მიიღეს პარლამენტის დეპუტატებმა. 

რამდენიმე დღის წინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარი ინციდენტის გამო, ევროპულმა საქართველომ პარლამენტში დაიბარა

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტის ძველი რეგლამენტი შეცვალა, მთავრობის წევრს მოეხსნა პარლამენტის წინაშე წარდგენის ვალდებულება მაშინ, როდესაც მას დეპუტატები დაიბარებენ. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, გახარიას შესთავაზა, პარლამენტის ახალი რეგლამენტით ესარგებლა. 

ცნობილია, რომ პარლამენტში გახარიას მოსმენის შემდეგ დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. 

კომენტარები