ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.08 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.28 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 0.08 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.28 თეთრით გაუფასურდა.

20 დეკემბრისთვის, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6647 ლარია, ერთი ევროსი - 3.0380 ლარი.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეს 2018 წლის რიგით მეთოთხმეტე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $160 მილიონი შეისყიდა.

ლარს ორ თვეზე მეტია, გაუფასურების ტენდენცია აქვს. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს, ასევე 10 დეკემბერს, 10-10 მლნ დოლარი შეისყიდა, ხოლო 12 დეკემბერს - 15 მილიონი დოლარი.

კომენტარები