ავღანეთი

ავღანეთში სამთავრობო შენობაზე შეიარაღებულ თავდასხმას 43 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ავღანეთში სამთავრობო შენობაზე შეიარაღებულ თავდასხმას 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დედაქალაქ ქაბულში შენობას, სადაც სოციალური დახმარების ოფისია განთავსებული, თავს თვითმკვლელი ტერორისტი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ექსტრემისტები დაესხნენ.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე მანქანა შენობის წინ ააფეთქა. თავდამსხმელები შენობაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს და უსაფრთხოების ძალებს წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდასხმა 7 საათს გაგრძელდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით დაიღუპა 43 და დაშავდა 10 ადამიანი. დაღუპულებს შორის არის ერთი პოლიციელი და სამი თავდამსხმელი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მსგავსი თავდასხმები წარსულში მთავრობის ოფისებზე, სალეჩოების შენობებზე და სამხედრო ბაზებზე თალიბანს აქვს განხორციელებული.

თავდასხმამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ის ძალების ნაწილის გაყვანას გეგმავს.

ოფიციალური პირები, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, ამბობენ, რომ უახლოეს თვეებში აშშ-ში ავღანეთში განთავსებული ძალების ნახევარი, დაახლოებით 7,000-მდე ჯარისკაცი დაბრუნდება.

ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის თაობაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები