ნარკოტიკები

შსს: საქართველოში 8.5 კგ ჰეროინის შემოტანის ფაქტი აღვკვეთეთ

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ო.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 8 კილო და 500 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, ბუპრენორფინის შემცველი 10 აბი და 1 შეკვრა მეტამფეტამინი ამოიღეს",- აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები