სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა კონფლიქტის ზონასთან მდებარე სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მხარის რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ საავადმყოფოს ამოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის,  რადგან კლინიკა, უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით, უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს, სამეგრელოსა და მის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრებლებს. 

ასევე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი მხარდაჭერას უცხადებს მსგავსი ტიპის პროექტებს და რუხის სამედიცინო ცენტის ამოქმედება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

კომენტარები