გრიპის ვირუსი

WHO: "ამ ტიპის" ვირუსით ყოველწლიურად ევროპაში დაახლოებით 70 ათასი ადამინიანი იღუპება

0 კომენტარი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ სეზონური გრიპის თემაზე გაამრთულ ბრიფინგზე საზოგადოებას რეკომენდაციები მისცა. 

მისი ინფორმაციით, გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით რთული დაავადებაა, შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიაროს.

გრიპის გამომწვევი მიზეზი ძირითადად ვირუსია, შესაბამისად ანტიბიოტიკების დაუყონებლივ გამოყენება არაა საჭირო, თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, - "ადამიანს შეუძლია მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ ადამიანს მაღალი სიცხე აღენიშნება, ამ შემთხვევაში შეუძლია მიიღოს აბები სიცხის დასაწევად."

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფებიც დაასახელა, ესენია: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ასევე ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მათ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ოთხი სხვადასხვა ვირუსი, რომელიც აღნიშნულ დაავადებას იწვევს, - A, B, C, D ტიპის ვირუსები. ადამიანისთვის სახიფათო მხოლოდ A და B ტიპის ვირუსებია.

რაც შეეხება პანდემიას, მას მხოლოდ A ტიპის ვირუსები იწვევს. სწორედ A ტიპის ვირუსია საქართველოში გავრცელებული, მაგრამ ამ ეტაპზე იგი პანდემიურ ვირუსად ვეღარ ჩაითვლება. "პანდემიური ის იყო 10 წლის წინ, როცა ის მსოფლიოში გამოჩნდა. დღეისთვის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაციაა და გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და ასევე აღმოსავლეთ აზიაში", - ამბობს მარიან ივანუშა.

მისივე ცნობი, ყოველთვიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ხოლო უშუალოდ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდს, ეს არის გვიანი შემოდგომა, კონკრეტულად ოქტომბერ-ნოემბერი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში არსებული ვაქცინა არის კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა ვირუსს.

მისივე ცნობით, ახლა ვაქცინის გაკეთება რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება.

"საქართველოში ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორიც არის უკრაინაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

რაც შეეხება ევროპის რეგიონს, ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, რადგან მონაცემები ახლაც შემოდის, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ევროპის რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იღუპება "ამ ტიპის" ვირუსით. სწორედ ამიტომ არის მიჩნეული ეს საკმაოდ სახიფათო დაავადებად. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც.

ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი, ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც", - ამბობს მარიან ივანუშა.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპით 15 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები