კინემატოგრაფია

მარგო რობი ფილმში ბარბის როლს შეასრულებს

მარგო რობი ფილმში ბარბის როლს შეასრულებს. "თვითმკვლელთა რაზმის" მსახიობი ამ ფილმის პროდიუსერიცაა.

მსახიობის მიერ დაარსებული კომპანია LuckyChap Entertainment თანამშრომლობს Warner Bros-სა და Barbie creator Mattel-თან. სწორედ მათი კოლაბორაციით შეიქმნება ფილმი.

სათამაშოს როლი კომიკოს ემი შუმერს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მან პროექტი 2017 წელს დატოვა.

მაყურებელს ეგონა, რომ თოჯინას ენ ჰეთევეი განასახიერებდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

"ჩემთვის ამ როლის შესრულება დიდი პატივია და მჯერა ფილმი ბავშვებზე პოზიტიურად იმოქმედებს," - თქვა მარგომ. 

ტობი ემერიჩი Warner Bros-იდან ამბობს რომ "მარგო იდეალური პროდიუსერი და მსახიობია, ხოლო ბარბის ეკრანზე დაბრუნება აუდიტორიისთვის შესანიშნავია."

ფილმი კინოთეატრებში 2020 წლის 8 მაისს გავა.

პირველი ბარბის სათამაშო 1959 წელს შეიქმნა და მაშინვე გაითქვა სახელი. 

თოჯინა ბევრ ტელეშოუსა და ანიმაციურ ფილმში იქნა გამოყენებული, 1997 წელს სკანდინავიური ბრენდი აქუას მიერ შექმნილი სიმღერა კი მსოფლიო ჰიტად იქცა.

კომენტარები