ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა კიდევ 10 მილიონი დოლარი იყიდა

0 კომენტარი
ფოტო: CNBC

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6684 შეადგინა. აუქციონი 9 იანვარს გაიმართა.

ეს 2019 წლის მეორე სავალუტო ინტერვენციაა. იანვრის რამდენიმე დღეში ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 25 მლნ დოლარი შეისყიდა, ხოლო 2018 წლის განმავლობაში - ჯამში 180 მილიონი დოლარი.

ლარს ბოლო თვეების განმავლობაში გაუფასურების ტენდენცია აქვს. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-ი დოლარს ყიდულობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, შესყიდვებმა შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში "რაიმე გავლენა" იქონიოს ლარის კურსზე, თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას არ ახდენს. მისი აზრით, "დღევანდელი ეკონომიკისათვის ის რეზერვები, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, არ არის ადეკვატური, არ იცავს მას პოტენციური რისკებისგან, ამიტომ, საჭიროა ამ რეზერვების დაგროვება".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები