ბრაზილიაში დამბის გარღვევის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300-მდე ადამიანი დაკარგულია.
შემთხვევა 25 იანვარს, ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში მოხდა. რკინის მომპოვებელ საბადოში რეზერვუარი ჩამოინგრა. დამბის გარღვევის დროს წარმოქმნილმა ტალახმა სასადილოს გადაუარა, სადაც 300-მდე მეშახტე იმყოფებოდა.
რკინის მომპოვებელ მაღაროს გერმანული კომპანია ზედამხედველობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღარო 2018 წელს შეამოწმეს და ხარვეზები ვერ აღმოაჩინეს.
კატასტროფის მიზეზები ჯერ უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.