ერთიანი ეროვნული გამოცდები

2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება

0 კომენტარი
ფოტო: ipress

2020 წლიდან ერიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. კონკრეტულად კი, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად დაამატონ საკუთარი პროგრამის რელევანტური გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები.

"ჩვენ ბავშვებს უნდა მოვთხოვოთ ის ცოდნა, რომელიც სკოლაშია მიღებული", - ამბობს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

მომავალი წლიდან აბიტურიენტები ოთხი სავალდებულო საგნის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ.

კერძოდ, სავალდებულო საგნებად დარჩება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხო ენის გამოცდები, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამის მიხედვით. კონკრეტულად, ჰუმანიტარული მიმართულებების არჩევისას აბიტურიენტები ჩააბარებენ ისტორიის, ხოლო ტექნიკური მიმართულების არჩევისას - მათემატიკის გამოცდას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები