აშშ

ჩიკაგოში ძლიერი ყინვის გამო მატარებლის ლიანდაგებს ცეცხლი წაუკიდეს [Video]

ჩიკაგოში ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცა. იმისათვის, რომ ამას მატარებლების მოძრაობა არ შეეფერხებინა ყინვისაგან დასაცავად ლიანდაგებს ცეცხლი წაუკიდეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ზოგიერთ შტატში რამდენიმე დღეა რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება.

მიზეზი არქტიკიდან დაძრული ცივი ჰაერის მასაა, რომელმაც სამხრეთით გადმოინაცვლა. სინოპტიკოსების თქმით ტემპერატურა ორშაბათამდე არ მოიმატებს.

ყინვის და თოვლის გამო საჯარო დაწესებულებებმა, ფოსტამ და ბიზნესების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა რამდენიმე შტატში. გადაიდო 2,700-მდე ფრენა და შეფერხდა მატარებლების მოძრაობა.

უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ილინოისის, აიოვას, მინესოტას, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას, ვისკონსინის, კანზასის, მისურის, მინესოტას და ნებრასკას შტატებში. ზოგიერთ შტატში ტემპერატურის -40 გრადუსამდე დაცემას ვარაუდობენ.

ყინვის გამო ბოლო მონაცემებით 8 ადამიანი გარდაიცვალა. მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდებენ.

კომენტარები