აშშ-ვენესუელა

ჯონ ბოლტონი: დროა მადურომ ქვეყანა დატოვოს

0 კომენტარი
ფოტო: upi.com

აშშ ვენესუელას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა Twitter- ზე დაწერა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ხუან გუაიდოსა და სხვა თანამდებობის პირების თხოვნის შემდეგ მიიღეს.

"ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს – ვენესუელელ ხალხს მედიკამენტებს, ქირურგიულ ინსტრუმენტებსა და საკვებს გავუგზავნით. დროა, მადურომ ქვეყანა დატოვოს",- წერს ბოლტონი. 

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია, კუბა, მექსიკა და ბოლივია უჭერენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები