რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის გამო, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქუინსლენდის ქალაქი თაუნსვილი თითქმის ნახევრად დაიტბორა.
მთავრობის ცნობით, სანაპირო ქალაქ თაუნსვილში, სადაც 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
მთავრობის ვარაუდით, დატბორილი საცხოვრებელი სახლების რაოდენობა 20 ათასს მიაღწევს.
ქუინსლენდის ჩრდილოეთით ტროპიკული კლიმატია და დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ძლიერი წვიმები იცის, თუმცა ასეთი უხვი ნალექი მაინც იშვითია.
მეტეოროლოგების თქმით ნალექიანი ამინდები გაგრძელდება.