ავტოავარია

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 - დაშავდა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს საქართველოში 40 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქდან 6452 ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, ხოლო 34 666 შემთხვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო.

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 459, ხოლო დაშავდა - 9047 ადამიანი. სტატისტიკის თანახმად, აქედან 13 დაღუპული 7 წლამდე ბავშვი იყო.

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 125 ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, ხოლო 2014 - დაშავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები