ავტოსაგზაო შემთხვევა

2018 წელს, ავტოავარიების დროს, 21 ბავშვი და მოზარდი დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 459, ხოლო დაშავდა - 9 047 ადამიანი.

დაღუპულთაგან 21 ბავშვი და მოზარდი იყო (13 დაღუპული - 0-7 წლამდე, 8 დაღუპული - 8-16 წლამდე), მათ შორის 8 - ქვეითი.

რაც შეეხება დაშავებულებს, 390 მათგანი 0-7 წლამდე ბავშვი იყო, 622 - 8-16 წლამდე.

კომენტარები