ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 9 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

beyroutey.com/

ხვალ, 9 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გელოვანის გამზირის და ბროწეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები