ვითარება საავტომობილო გზებზე

10 თებერვალს ვახუშტის ხიდზე და მის მიმდებარე მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, კვირას, 10 თებერვალს ვახუშტის ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე, ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

უწყება ამის მიზეზად ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებსა და მოსახლეობის უსაფრთხოებას ასახელებს.

შეზღუდვა დილის 07:00 საათიდან 11:00 საათამდე იქნება.

"დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს", - ამბობენ მერიაში და მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდიან.

კომენტარები