რუსეთი

რუს სამხედროებს სმარტფონები ეკრძალებათ, რაც მედიას ხელს შეუშლის მათი ქმედებები გამოიძიოს

0 კომენტარი

რუსეთის დუმაში მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც სამხედრო ძალების წარმომადგენლებს სმარტფონების, ტაბლეტების და სხვა მსგავსი ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებას უკრძალავს, რითაც მსახურებისას ინფორმაციის ჩაწერა, შენახვა და გავრცელება შეუძლიათ.

დაშვებული იქნება მხოლოდ უკამერო მობილურები, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

სამხედროებს აეკრძალებათ სამხედრო დანაყოფებზე, მათ ადგილმდებარეობაზე, კოლეგებზე, ყოფილ კოლეგებსა და მათ ნათესავებზე ინფორმაციის ონლაინ, სოციალური ქსელებით გავრცელება.

რუსი სამხედროები სმარტფონების საშუალებით სოციალურ ქსელებში აზიარებენ სურათებსა და ვიდეობს, რითაც სამხედრო ძალების ადგლსამყოფელის, გადაადგილებისა და ზოგჯერ აღჭურვილობის შესახებ ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი. ბოლო წლებში ონლაინ გავრცელებულ ინფორმაციას მედია წარმატებით იყენებდა და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც არაერთი გამოძიება ჩატარებულა. ონლაინ გავრცელებული მასალები ასევე ამხელდა და წინააღდეგობაში იყო რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებებთან სირიაში და უკრაინაში მათი სამხედროების ყოფნისა და ქმედებების შესახებ.

მაგალითად, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაში რუსეთის პასუხისმგებლობის  მამხილებელ მასალაში უამრავი ღია წყარო გამოიყენეს - მათ შორის სოციალური მედიაში არსებული მსგავსი პოსტები.

ამ გზით, ხანდახან, ადამიანთა უფლებების აქტივიტებიც იღებდნენ ინფორმაციას რუსულ ჯარში ახალგაზრდების რეკრუტირებაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები