ლევან მურუსიძე

ლევან მურუსიძეს 2006-დან 2018 წლამდე ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 844 850 ლარი აქვს აღებული

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორმა, ლევან მურუსიძის მიერ 2006 წლიდან 2018 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება გამოაქვეყნა.

აღმოჩნდა, რომ ლევან მურუსიძეს 13 წლის განმავლობაში ანაზღაურებების სახით 877 850 ლარი აქვს მიღებული.

"მურუსიძის სასამართლო და პოლიტიკური აღმავლობის დასანახად მისი ხელფასის დინამიკა გამოგვადგება. 2006 წელს 11 848 ლარი ჰქონა დარიცხული, ხოლო 2016 წელს სახელმწიფოსგან მიღებული შემოსავალი 99 965 ლარს უდრიდა. ლევან მურუსიძის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2006 -დან 2018 წლამდე, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 877 850 ლარი აქვს მიღებული", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

ლევან მურუსიძე 2006-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2013 წელს აირჩიეს იუსტიციის საბჭოს წევრად. შემდეგ კი, იუსტიციის საბჭოს მდივნად. 2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის საბჭომ იგი სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა. საბჭოში მის უვადოდ გამწესებას 14-დან 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა.

"ლევან მურუსიძის და მისი ე.წ "კლანის" დამსახურებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე კორუფციულ და უსამართლო სისტემად რჩება, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. Freedom House-ის ერთ-ერთ უკანასკნლე ანგარიშში ნათქვამია, რომ "სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ჩარევა არსებით პრობლემად რჩება, ისევე, როგორც კორუფცია და გამჭივალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა"." - წერს ფლანგვის დეტექტორი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები