თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი არ გადადგა

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან არ გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში, პრემიერის ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა. 

"არსებობდა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ, დისკუსიები დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას" - თქვა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია. ის ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტდა, დატოვებდა თუ არა თანამდებობას.

ის გუნდში უთანხმოების ზუსტ მიზეზს არ ასახელებს. ჟურნალისტების კითხვას, ვისთან ჰქონდა დისკუსია, ის პასუხობდა - "აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში".

კომენტარები