FDI

ბახტაძე: ინვესტიციების შემცირება ფუნდამენტურ ფაქტორებს არ უკავშირდება

0 კომენტარი
მამუკა ბახტაძე ფოტო: Pressoffice

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მცდარია, თითქოს ინვესტიციების მკვეთრი შემცირება “ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება” - საქსტატის მიერ 11 მარტს გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34.9%-ით შემცირდა.

ბახტაძის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება მნიშვნელოვანწილად მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ, Silknet-ის მიერ ჯეოსელის შეძენამ და რეზიდენტი ინვესტორების მიმართ ვალდებულებების დაფარვამ განაპირობა:

“ის ფაქტი, რომ მოხდა ვალდებულებების გასტუმრება არარეზიდენტების მიმართ, მნიშვნელოვნად მისასალმებელია, ისევე, როგორც ჩემთვის მისასალმებელი ფაქტია,  რომ ძალიან მნიშვნელოვან სექტორში, როგორიც გახლავთ ტელეკომუნიკაცია, ჩვენი რეზიდენტი კომპანიები ძალიან აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს. შესაბამისად, ის მოსაზრებები, რაც გუშინ მოვისმინეთ, რომ ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება ინვესტიციების შემცირება, არ შეესაბამება რეალობას. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საერთო ინვესტიციებში ქვეყანა მიდიოდეს წინ და 20 პროცენტიანი ზრდა ამის ნათელი მაგალითია. ნათელი მაგალითია ის, რომ სწორედ ინვესტიციების მოზიდვა გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი FITCH-ისთვის, როდესაც მან გაზარდა ჩვენი სუვერენული რეიტინგი.“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულად დაბალია. ინვესტიციები განსაკუთრებით  2018 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდა. კლებამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 62.3% შეადგინა.

ოპოზიციაში საქსტატის გამოქვეყნებულ მონაცემებს “სავალალოს” უწოდებენ. ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ინვესტიციების კლება “პირდაპირი შედეგია ერთის მხრივ იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა არასწორი მიმართულებით ხორციელდება და მეორეს მხრივ - უცხოურ ინვესტორებს არ აქვთ განცდა იმისა, რომ მათი ინვესტიცია საქართველოში და მათი ბიზნესი იქნება დაცული”.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)

კომენტარები