თავდაცვის სამინისტრო

წვევამდელზე ძალადობის ფაქტზე, შესაძლოა, 2 სამხედროს პასუხისმგებლობის  საკითხი დადგეს

წვევამდელ ქიაზიმ კახრამანოვზე ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე ორი სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება, – ამის შესახებ სამხედრო პოლიციის წარმომადგენელმა, ირაკლი ბაზერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

მისივე თქმით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ორმა პირმა რამდენიმე წვევამდელის სახელფასო ბარათების მონაცემები მოიპოვა.

"მიმდინარე წლის 9 მარტს, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, შემდგომ მათი კუთვნილი მცირედი თანხების დაუფლების მიზნით. ამჟამად სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება ქმედითი საგამოძიებო ღონისძიებები ხსენებულ დანაშაულში მონაწილე ყველა სავარაუდო ბრალდებულის გამოვლენის, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ 181-ე  და 386-ე მუხლებით გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა დადგეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება,"- ამბობს ბარეზაშვილი

რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე წვევამდელს სხვა სამხედროებმა ფულის გამოძალვის მიზნით სცემეს. 

19 წლის ქაზიმ გახრამანოვმა კრწანისის ცენტრში ძალადობისა და ფულის გამოძალვის შესახებ გუშინ კურიერთან ისაუბრა.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე წვევამდელზე განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში გამოძიება გუშინ, 11 მარტს დაიწყო. 

კომენტარები