რუსეთი

როგორ იზღუდება გამოხატვა რუსეთში სოც. ქსელებში და როგორ მოიპოვებენ ცნობებს მომხმარებლებზე

რადიო თავისუფლება

რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელიდან Vkontakte რუსულ საგამოძიებო უწყებებს მომხმარებლებზე ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლიათ - მათ ხელი მიუწვდებათ მომხმარებლების რეგისტრაციის თარიღზე, დაკავშირებულ იმეილის მისამართებსა და ტელეფონის ნომრებზე, ასევე IP-მისამართებზე. ყველა ეს ინფორმაცია სასამართლოში საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ესა თუ ის პოსტი კონკრეტული პირის მიერ თავისი ანგარიშით არის გაზიარებული, როდესაც სხვადასხვა ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უნდათ, ან დასჯა სახელმწიფოსთვის მიუღებელი შინაარსის პოსტებისთვის.

საზღვარგარეთ დაფუძნებულ ინტერნეტ სერვისებს ეს თანამშრომლობა არ ეხებათ. ამიტომ, რუსული პოლიცია სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისთვის არასასურველი მასალის გამზიარებელი მოქალაქეების იდენტიფიცირებას სხვადასხვა "კრეატიული" გზით ცდილობს.

გთავაზობთ ამის ამსახველ რამდენიმე მაგალითს, რომელიც "მედიაზონასთვის" ჟურნალისტმა ალექსანდრე ბოროდიხინმა მოამზადა:

დმიტრი ტრეტიაკოვის საქმე

რუსი აქტივისტი პრიმორსკი კრაიდან უკვე ერთი წელია, ციხეშია, "ექსტრემიზმის წახალისებისთვის". მან რუსი ოპოზიციონერის ნავალის Telegram-ის არხიდან რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს პოსტი გააზიარა "უარყოფითი ბუნებრივი შერჩევის სოაციალური ექსპერიმენტი“ და „მასობრივი ეროვნული მონანიება“. ფედერალურმა აგენტებმა ტრეტიაკოვის სახლში რეიდი მოაწყვეს და წაართვეს Telegram-თან დაკავშირებული მობილური. მათ ასევე დაასახელეს ე.წ. საიდუმლო მოწმე ნავალნის ოფისიდან. ასევე გამოკითხეს მისი კლასელები და ადგილობრივი მაღაზიის თანამშრომელი.

სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ მოწმის თქმით, ბაბჩენკოს პოსტი პოლიციის მიმართ ძალადობის მოწოდებას შეიცავდა. სამართალდამცავებმა ასევე ინფორმაცია მოიპოვეს ტრეტიაკოვის თანამესაკნეებისგან წინასწარი პატიმრობისას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული მათ „პოლიციელების ცემისკენ და რუსეთის გადარჩენისკენ“ მოუწოდებდა და ასევე აღიარა, რომ Telegram-ზე მასალა გადააზიარა. მის ნომერი ასევე ხელოვნურად დააკავშირეს სხვა მომხმარებლის Telegram ექაუნთთან. ბრალდებული კონიაკით დაათვრეს და მისი აღიარება ვიდეოთი ჩაწერეს.

სულეიმან კადიროვის საქმე

სულეიმან კადიროვი არის აქტივისტი ყირიმში. ის ვიდეოს გაზიარებით სეპარატიზმის წახალისებისთვის გაასამართლეს. ვიდეოში ნათქვამია, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია, ხოლო კომენტარში კადიროვი წერდა, რომ ვიდეოს შინაარსს ეთანხმება. დაკავებულს საზოგადოებრივი აქტივობებიც აუკრძალეს. FSB-ს აგენტები მას სახლში შეუცვივდნენ და მისი ლეპტოპი და მობილური წაიღეს, რომლებიდანაც სოციალურ ქსელებთან იყო დაკავშირებული.

კონსტანტინ იშუტოვის საქმე

ოპოზიციონერ აქტივისტ კონსტანტინ იშუტოვს ნაციზმის რეაბილიტაციას ედავებოდნენ.

მისი Facebook ანგარიშზე გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანულ ბროშურაზე ინფორმაცია, სადაც საბჭოთა ჯარისკაცებს  საკუთრების და რელიგიური თავისუფლების აღდგენას სთავაზობდნენ. იშუტოვმა პოსტი შემდეგი კომენტარით დაპოსტა - „როდესაც მესამე რაიხი უკეთესად ექცევა საბჭოთა ჯარისკაცებს, ვიდრე პუტინი რუს ხალხს.“

გამოძიების მიმდინარეობისას ის არ დააკავეს, მაგრამ აუკრძალეს ინტერნეტის გამოყენება, საღამოს სახლიდან გასვლა და წერილების გაგზავნა. იმის დასამტკიცებლად, რომ ანგარიში ნამდვილად მას ეკუთვნოდა გამოძიებამ იშუტოვის ველოსიპედის ჩაფხუტის მოლეკულურ-გენეტიკური ანალიზიც კი მოითხოვა. იშუტოვს Facebook-ის პროფილის სურათზე ეს ჩაფხუტი ეხურა. იგივე გაიმეორეს იშუტოვის კლავიატურასა და მაუსზე. თუ ამ ნივთებზე იშუტოვის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდებოდა, გამოძიებისთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ ანგარიშიც მისი იყო. საბოლოოდ, საქმე შეაჩერეს, თუმცა ის დაადანაშაულეს 16 წლის წინ LiveJournal-ის ბლოგზე გაზიარებული პოსტისთვის და ექსტემიზმის გავრცელებისთვის 1000 რუბლის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

დმიტრი ბაიკოვის და დმიტრი გრაბარის საქმეები

მაგადანში მცხოვრებმა ბაიკოვმა და გრაბარმა WhatsApp-ის ჯგუფში ქალაქის მერ იური გრიშანს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ პერიოდში ქალაქი განიხილავდა, უნდა დაებრუნებინათ თუ არა მერის პირდაპირი გზით არჩევა, რაც 2013 წელს აკრძალეს. გამოძიებისას პოლიციელებ,ა ჯგუფის წევრების ინდეტიფიცირება მოახდინეს, ისინი გამოკითხეს და მობილური ტელეფონები წაართვეს. ბაიკოვმა და გრაბარმა მერს მოუბოდიშეს  და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს.

კომენტარები