ბორანის ჩაძირვა

ერაყში ბორანის ჩაძირვას 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყში, მდინარე ტიგროსზე ბორანი ჩაიძირას 70 ადამიანზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

BBC ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

ინციდენტი ქალაქ მოსულის საიხლოვეს, ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნისას მოხდა. ბორტზე 100 ადამიანი იმყოფებოდა. 

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ბორანის ჩაძირვის მიზეზი მგზავრთა ჭარბმა რაოდენობამ გამოიწვია. 

კომენტარები