ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ვიეტნამელ ქალს პატიმრობა მიესაჯა

კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ვიეტნამელმა ქალმა ბრალი აღიარა. ამის შესახებ CNN წერს.

მალაიზიის სასამართლომ დოან თხი ხოუნგს სასჯელი შეუმსუბუქა და სამი წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მის კლიენტს სავარაუდოდ მაისში გაათავისუფლებენ, რადგან სასამართლო წინასწარ პატიმრობაში გატარებულ დროსაც გაითვალისწინებს.

ცნობისთვის, მალაიზიის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის მკვლელობაში ბრალდებული ინდონეზიელი ქალი პატიმრობიდან მარტში გაათავისუფლა.ინდონეზიელი სიტი აზია არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე ქალს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. 

45 წლის კიმ ჩენ ნამი 2017 წლის 14 თებერვალს, კუალა-ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლული ნემსებით მოკლა. კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

კომენტარები