თბილისის მერია

კალაძემ "თბილსერვისს" პუშკინის და ბარათაშვილის ქუჩების ერთ ფერში განათება დაავალა

კახა კალაძე

კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას რამდენიმე დავალება მისცა, მათგან ერთ-ერთი პუშკინის და ბარათაშვილის ქუჩების ერთ ფერში განათებაა. 

თბილისის მერმა ჯაღარკავას უთხრა, მომზადდეს მხატვრული მინათების პროექტი პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით მდებარე შენობა-ნაგებობებისთვის.

"ალბათ, დაკვირვებული ხართ, რომ პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით ტერიტორია საკმაოდ მოუწესრიგებელია. ეს განსაკუთრებით ღამის საათებში ჩანს. მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება. წითელი, ყვითელი, ლურჯი - ეს არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს ამ კონკრეტულ ადგილს. არადა ეს ისტორიული ადგილია. მინდა დაგავალოთ, რომ გააკეთოთ პროექტი, რომ ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩაჯდეს, ერთნაირი განათება იყოს. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ბარათაშვილის აღმართზე, რომლის რეაბილიტაციაც გავაკეთეთ, კლდის მხატვრულად მინათების სამუშაოების პროექტიც მოამზადოთ, რათა ესეც მოწესრიგებული იყოს. ეს ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ მართლაც ულამაზესი გამოვიდა და მიმაჩნია, რომ მხატვრული მინათების პირობებში ის უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავი გახდება", - თქვა კახა კალაძემ. 

კომენტარები