ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე-კარლოს ტურნირზე პირველივე მატჩი წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook/Nikoloz Basilashvili

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსში ჩაერთო, სადაც პირველ შეხვედრაში 1/32-ფინალურ ეტაპზე უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან სამ სეტში - 5:7, 6:3, 1:6 დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-12 ნომრად იყო განთესილი. ტურნირის საპრიზო თანხა 5 207 405 ევროა.

მონტე-კარლოს მასტერსის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს ტურნირი ყველაზე მეტჯერ - 11-ჯერ აქვს მოგებული.

კომენტარები