პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დონორებმა 700 მილიონ ევროზე მეტი გაიღეს

Wrestling Classics/Daily Mail

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პრეზიდენტ მაკრონის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ ორ დღეში არაერთმა დონორმა მსოფლიო მემკვიდერობის ძეგლის აღსადგენად მთლიანობაში 700 მილიონ ევროზე მეტი გაიღო.

თავდაპირველად ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა ანრი პინომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის გაჩენის შემდეგ მალევე განაცხადა, რომ ტაძრის აღსადგენად ის და მისი ოჯახი 100 მილიონ ევროს გამოყოფდა.

მის შემდეგ საფრანგეთის უმდიდრესმა მოქალაქემ ბერნარდ არნომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევრო გაიღო.

ფრანგულმა ელექტროენერგიის კომპანიაში Total განაცხადეს, რომ ფირმა 100 მილიონ ევროს გაიღებდა.

საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონმა 10 მილიონი ევრო უკვე გასცა აღდგენისთვის საჭირო პირველადი სამუშაოებისთვის.

L’Oréal-ის ჯგუფმა ბეტანკურის ოჯახთან ერთად განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებდნენ და ამისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფდნენ.

ფრანგულმა საკრედიტო და რისკის მართვის კომპანიამ FIMALAC 10 მილიონი ევრო გაიღო.

ბუიგის ჯგუფმა, რომელიც სამშენებლო კომპანიას, უძრავი ქონების სააგენტოსა და ტელეკომპანიას ფლობს, 10 მილიონი ევრო გასცა.

მულტინაციონალურმა სარეკლამო და სატრანსპორტო კორპორაციამ JCDecaux ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის 20 მილიონი ევრო გამოყო.

ფრანგულმა სოსიეტე ჟენერალის საბანკო და ფინანსური სერვისების კომპანიამ 10 მილიონი ევრო გაიღო.

საფრანგეთის რეგიონის ოვერნი-რონა-ალპების ადგილობრივმა მთავრობამ 2 მილიონი ევრო გასცა.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სამუშაოებისთვის 9 მილიონი ევრო გამოყო.

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიაში Cap Gemini განაცხადეს, რომ ტაძრის აღსადგენი სამუშაობისთვის 1 მილიონ ევროს გასცემდნენ.

ფრანგულმა კაზინო ჯგუფმა და კომპანიამ Apple ასევე განაცხადეს, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ ტაძრის აღდგენაში.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

საფრანგეთის მემკვიდრეობის საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო მიმართა გააკეთა, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად დახმარება გაეწიათ.

საფრანგეთის მერმა ან იდალგომ აღნიშნა, რომ მთავარი დონორების საერთაშორისო კონფერენციას დანიშნავდა, რათა ტაძრის აღსადგენად საკმარისი თანხა მოეგროვებინათ. მისი თქმით, პარიზს უკვე ჰქონდა 80 მილიონი ევროს დაფინანსება ქალაქის ტაძრების აღსადგენად.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აუცილებლად აღდგება და ბევრად ლამაზი იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო. მისივე თქმით, იგი იმედს იტოვებს, რომ ტაძრის აღდგენით სამუშაოებს 5 წელი დასჭირდება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.


 

კომენტარები