ცნობილი ადამიანები

შარლიზ ტერონი: ჩემი შვილის გენდერი ჩემი გადასაწყვეტი არ არის

NBC

შარლიზ ტერონმა Daily Mail-თან თავის შვილებზე და მათ აღზრდაზე ისაუბრა. 

მსახიობს ორი შვილი ყავს - ქალიშვილი ოგუსტი, რომელიც 3 წლის არის და ვაჟიშვილი ჯექსონი, რომელიც ნაშვილებია და 7 წლის არის.

”მე ვფიქრობდი რომ ის ბიჭი იყო, სანამ 3 წლის ასაკში არ მოვიდა და მითხრა, რომ ის ბიჭი არ არის”, - თქვა შარლიზ ტერონმა ჯექსონზე.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცეში 7 წლის ჯექსონის სურათები გავრცელდა, სადაც მას კაბა აცვია.

”მე ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი მყავს, რომლებიც ყველა მშობლის მსგავსად მინდა რომ დავიცვა. ისინი დაიბადნენ ისეთებად, როგორებიც არიან, ისინი თავად იპოვიან საკუთარ თავებს ამ სამყაროში და იქნებიან ისეთები, როგორებიც უნდათ რომ იყვნენ - ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის”, - თქვა შარლიზ ტერონმა.

კომენტარები