აშშ-ირანი

მაიკ პომპეოს თქმით ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება.

"დღეს ვაცხადებ, რომ გამონაკლისები აღარ იქნება. 0-ზე დავიყვანთ. გავაგრძელებთ სანქციებს და მათი აღსრულების მონიტორინგს. ნებისმიერი ქვეყანა ან ორგანიზაცია, რომელიც ირანთან ურთიერთობას გააგრძელებს ყურადღებით უნდა იყოს. რისკები უბრალოდ არ ღირს ამ მოგებად."

ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2 მაისამდეა და როგორც პომპეომ თქვა აღარ განახლდება. უცნობია შეეხებათ თუ არა ამ ქვეყნებს სანქციები 3 მაისიდან, თუ აშშ მათ ირანული ნავთობის ჩასანაცვლებლად გარკვეულ დროს გამოუყოფს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 2015 წლის ირანის შეთანხმება ბირთვულ იარაღზე 2018 წლის მაისში დატოვა და ქვეყანას სანქციები ხელახლა დაუწესა.

სანქციებზე გამონაკლისების დაწესების მიზეზი ბაზარზე ნავთობზე ფასების მატების თავიდან არიდება იყო, თუმცა როგორც ახლა ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, მიწოდება გაიზარდა და შესაბამისად ეს საფრთხე აღარ არსებობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები