პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 19 პატიმარი შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 19 პატიმარი შეიწყალა. ისინი ციხეს დღესვე დატოვებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა ჟვანიას თქმით, ასევე შეწყალებულია 23 პირობითი მსჯავრდებული.

„ ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნა ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა," - თქვა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები