უბედური შემთხვევა

სატრანპორტო: "სარაჯიშვილზე“ მომხდარი შემთხვევის გამო, პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს

თბილისის მერია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება.

"მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით. ამასთან, „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მოძრაობა შეჩერებულია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში. 

მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მგზავრს მატარებელი დაეჯახა. თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა. ამის გამო, მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. მამაკაცი გარდაიცვალა. 

კომენტარები