ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: 8 და 10 მაისს ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 მაისს, დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში და 10 მაისს საქართველოში (უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავსაშიშროება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს სააგენტო და აღნიშნავს, რომ "საფრთხის დონე საშუალოა".

კომენტარები