შუალედური არჩევნები

იოსელიანი: მუნიციპალური ინსპექცია ჩვენი საარჩევნო ბანერების ჩამოხსნას გვთხოვდა

სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კადიდატი ლევან იოსელიანი და მისი შტაბის უფროსი ალეკო ელისაშვილი ამბობენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელები მთაწმინდის რაიონში მათი საარჩევნო ბანერების დაუყოვნებლივ ჩამოხსნს სთხოვენ. მოძრაობის წევრებმა განცხადება ამის შესახებ დღეს გააკეთეს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ 10 მაისის საკრებულოს სხდომაზე ბანერების განთავსების ახალი წესის მიღებას აპირებენ, რომ ბანერების ჩამოსხნა დაავალდებულონ. 

"მიუხედავად იმისა რომ არანაირი კანონი და წესდება არ კრძალავს ბანერების ამ ფორმით განთავსებას.ცხადია, ჩვენ მათი მოთხოვნა არ დავაკმაყოფილეთ და ამის შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ზეგ, 10 მაისს, საკრებულოს სხდომაზე გეგმავენ სპეციალური წესის მიღებას,რომლის მიხედვითაც განსაზღვრავენ ბანერების განთავსების ახალ წესს და მაშინ უნდა მიანიჭონ მას უკუქცევითი ძალა, რომ დაგვავალდებულონ აღნიშნული ბანერების ჩამოხსნა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის ერთერთი ინსტრუმენტი და სხვა არაფერი.მათ გადააჭრელეს საკუთარი კანდიდატის ბანერებითა და პოსტერებით მთელი ქალაქი, ხოლო ჩვენ თავისუფალ ზონებში რამდენიმე ბანერის გაკვრას გვიკრძალავენ. თუ ისინი, პარასკევს ამ სრულიად არაგონივრულ გადაწყვეტილებას გამოიტანენ, რადგან ასე აშინებთ ჩვენი მაღალი და პოზიტიური რეიტინგი საზოგადოებაში, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მივმართავთ, ხმაურიან განცხადებებსა და მსვლელობებს არ მოვერიდებით, როგორც ქალაქის საკრებულოსთან ისე მერიასა და სხვა შესაბამის დაწესებულებებთან,"- ამბობს იოსელიანი.

თბილისის მერიაში კი ტაბულას უთხრეს, რომ საკრებულოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, ბანერები არასწორ ადგილას არის გაკრული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ითავლისწინებენ წინასაარჩევნო ვითარებას და ბანერებს არ ჩამოხსნიან.

"მერია ითვალსიწინებს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ვითარებას და მიუხედავად იმისა, რომ სააგიტაციო მასალა არასწორ ადგილებში არის გაკრული, არ განუხორციელებია ოფიციალური ქმედება და არც ოქმი შეუდგენია," - უთხრეს ტაბულას მერიაში. 

კომენტარები