ხულო

სააკაშვილი: ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას!

facebook

ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას! - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესა და ხულოზე მისი განცხადებების კრიტიკას. 

სააკაშვილი facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უახლოეს დღეებში, "აუცილებლად მოსაშორებელია". 

"ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას!
ბოდიში იმისთვის,რომ გააჩერეს სათხილამურო კურორტების მშენებლობა,ყველა სასტუმრო კომპლექსი და მისასვლელი გზა...ბოდიში იმისთვის,რომ მოკლეს გოდერძის გვირაბის პროექტი,შეაჩერეს ჩემს მიერ დაწყებული ხიხანის რეაბილიტაცია..ბოდიში აქვთ მოსახდელი,მათ შორის,იმისთვის,რომ ჩემს მიერ აღდგენილი და გარემონტებულ სამხატვრო გალერეაში და სხვა სახელმწიფო სიპებში უამრავ ფულს ახარჯავენ ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებს,მაშინ,როდესაც ხალხი გაამათხოვრეს და დაამშიეს...ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები...მაგრამ, ვინაიდან ის ბოდიშს არ მოიხდის და უტიფრად აქეთ გვედავება, აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას, მათ შორის, უახლოეს დღეებში, ხულოში",- წერს სააკაშვილი. 

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენმ-ის ყოფილმა წევრმა ანზორ ბოლქვაძემ ხულოში სამხატვრო გალერეა ცოლის დასასაქმებლად შექმნა. სააკაშვილის შეფასებით, "ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ საქართველოში, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? არა, ძაან კარგი ხალხი ცხოვრობს ხულოში, ინტელექტუალი, ბევრი პროფესორია, განათლებული ადამიანი, მაგრამ სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან". 

სააკაშვილის განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ სააკაშვილი "სამარცხვინო და ფარჩაკია". 

კომენტარები