თბილისის საკრებულო

თბილისის 10 ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელებს დაარქმევენ

0 კომენტარი

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დედაქალაქის 10 ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა. ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიღება გამართა, რომელსაც ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თქვა, რომ თბილისის ქუჩებს ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის და იაკობ ტრიპოლსკის სახელები მიენიჭებათ. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, "ის ადამიანები, რომლებმაც ქართული კინო განუმეორებელ მოვლენად აქციეს ნამდვილად იმსახურებენ, რომ დედაქალაქში მათი სახელობის ქუჩები არსებობდეს".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები