17 მაისი

ბახტაძე: საქართველოში ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი

მამუკა ბახტაძე

"საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება", - ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ჟურნალისტების მიერ 17 მაისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

პრემიერმინისტრისვე თქმით საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება კანონით დაცულია.

„ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქის უფლება არის დაცული კანონით. საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება“, - თქვა ბახტაძემ.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

2013 წლის 17 მაისს, ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მცირერიცხოვანი აქცია ათასობით ადამიანმა - სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ძალადობრივად დაარბია. 

2014 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეს დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა. მას შემდეგ სასულიერო პირები, მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მათი მრევლი მსვლელობას მართავენ, პარაკლისს იხდიან და ლგბტქ ადამიანებს გმობენ. 

ლგბტქ აქტივისტები 2019 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საჯარო აქტივობებს არ გეგმავენ, რადგან, როგორც ამბობენ, მათთვის ქუჩაში გასვლა საშიში გახდა, ეს დღე კი ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს. 

ლგბტქ აქტივობები ივნისის თვეში დაიგეგმა. 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქ სიამაყის კვირეული გაიამრთება, რომლის ფარგლებშიც მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა. 

კომენტარები