მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა

persona.top

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის, რუსლან ჩერნოლიცკის ინფორმაციით, სააკაშვილმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკს უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა. 

ადვოკატმა შესაბამისი წერილით პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე მიმართა. 

"ყველა იურისტი ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამომართვეს, რადგან უკრაინის კონსტიტუციით არ შეიძლება მოქალაქეობის ჩამორთმევა. ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება",- წერია სააკაშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა 22 მაისს დაარეგისტრირა. 

წერილში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას "თანამდებობა და პრეფერენციები" არ სჭირდება და ზელენსკის მოუწოდებს, რომ მოქალაქეობის აღდგენით სამართლიანობა აღადგინოს. 

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2018 წლის თებერვალში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს და კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს. 

 

კომენტარები