საკონსტიტუციო სასამართლო

მარიხუანაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის გამოცემაში მოხვდა

0 კომენტარი
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო

ვენეციის კომისიამ თავის გამოცემაში 2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული 5 გადაწყვეტილება შეიტანა, რომელთა შორისაც მარიხუანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც შევიდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ვებგვერდის მეშვეობით ავრცელებს. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას" - წერია საკონსტიტუციოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გირჩის ლიდერების ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელის საფუძველზე მიიღო. ჯაფარიძე და მეგრელიშვილი მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, მათ ინტერესებს გირჩის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია იცავდა.

მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი და ევა გოცირიძე შეადგენენ. საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 30 მაისს გაიმართა.

ვენეციის კომისიის გამოცემა (e-Bulletin on Constitutional Case-Law) ევროპის კონტინენტსა და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცენდენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას სასამართლო პრაქტიკაში განვითარებული უახლესი ტენდენციების შესახებ. 

ვენეციის კომისიის გამოცემაში ასევე 2018 წლის 7 დეკემბერის განჩინებაც მოხვდა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებას ეხებოდა, შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელთა საკუთრების უფლების მოპოვების აკრძალვა. 

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოცემაში მოხვდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საპატრიარქოს სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა და მეორე მხრივ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტრავრაციასა და მოხატვას, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებდა, თუ ეს სამუშაო საპატრიარქოს დაკვეთით იყო შესრულებული. საკონსტიტუციო სასამართლომ 3 ივლისს მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები